09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
დღეს საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურება

დღეს საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურება. ასეთი გადაწყვეტილება ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისგან გადარჩენის მიზნით და საბანკო პანიკის თავიდან ასარიდებლად მიიღო. წუხელ კი საბერძნეთში ბანკომატებთან მოსახლეობის რიგები იდგა. მათ დღეში 60 ევროს გამოტანის ლიმიტი ექნებათ.

ოფიციალურად ბანკების გახსნის თარიღი არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის 7 ივლისამდე გაგრძელდება.

მოსახლეობას ტელევიზიით უკვე მიმართა ქვეყნის პრემიერმა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ევროჯგუფის მხრიდან რეფერენდუმის წინ მოსახლეობის დაშანტაჟებაა. რეფერენდუმი საბერძნეთში 5 ივლისს არის დანიშნული, რომელზეც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის სასესხო პირობები.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები