09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
სტამბოლში სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქცია დაშალეს

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქცია წყლის ჭავლით დაშალა. სამართალდამცველებმა მომიტინგეებს დაშლისკენ ტაქსისმის მოედანზე შეკრებისთანავე მოუწოდეს, რის შემდეგაც წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებმა მოშორებით მაინც განაგრძეს შეკრება, სადაც დამატებითი დაპირისპირება აღარ მომხდარა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უფლებათა დამცველები თურქეთში აქციას აწყობენ, თუმცა, პოლიციას ძალა მანამდე არ გამოუყენებია. წლევანდელი აქცია რამადანის პერიოდს დაემთხვა.

 

 
დღის ამბები