09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
საფრანგეთში ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილმა აღიარებითი ჩვენება მისცა

საფრანგეთში ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილმა 35 წლის იასინ სალიმ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა. უკვე ცნობილია კანადის მოქალაქის ვინაობა, ვისაც მან დანაშაულის დღეს მოკლული უფროსის ფოტო ტელეფონით გადაუგზავნა.

კანადის მოქალაქე ამჟამად სირიაში იმყოფება. გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კანადურმა მხარემაც გამოთქვა. იასინ სალი ლიონის მახლობლად ერთ-ერთი ქარხნის აფეთქებას გეგმავდა თუმცა, მას ჩანაფიქრი არ გამოუვიდა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახური მის შესახებ ინფორმაციას მანამდეც ფლობდა და როგორც რადიკალ ისლამისტს, პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევდა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები