09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა როკ კონცერტს დაესწრო

დალაი ლამა ბრიტანეთში, გლასტონბერის ფესტივალს დაესწრო. ტიბეტელთა სულიერმა ლიდერმა მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

მან მშვიდობის, სიყვარულისა და მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი კონფლიქტების მოგვარება, მათ შორის სირიასა და ერაყშიც.

ფესტივალის სტუმრებმა დალაი ლამას პატივსაცემად დაბადების დღის სიმღერაც შეასრულეს.

6 ივლისს ტიბეტელთა სულიერი ლიდერი 80 წლის ხდება. 

დღის ამბები