06 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
ქართველები საბერძნეთის პოლიციას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და პოლიციის ვებგვერდიდან მათი ფოტოების წაშლას ითხოვენ

საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრების სტატუსით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ქართველები ადგილობრივ პოლიციას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ისინი ფოტოსურათები პოლიციის ვებგვერდიდან წაშლას მოითხოვენ.

"კურიერი"  საქართველოს ორ მოქალაქეს ესაუბრა, რომლებიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოქალაქეები დახმარებას საკონსულოს სთხოვენ.

საბერძნეთის პოლიციამ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა. სადაც ნათქვამი იყო, რომ 8-კაციანმა ჯგუფმა, მათ შორის საქართველოს 6-მა მოქალაქემ 18 ქურდობა ჩაიდინა. 3 ქართველი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 3 პატიმრობაშია.

დღის ამბები