04 მაისი 2024,   21:51
ვრცლად
ჟურნალისტს, რომელმაც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ამერიკელი ვეტერანის დაღუპვის კადრი გადაიღო, 90 ათასი დოლარი დაუყადაღეს

ვაშინგტონის პოლიციამ ჟურნალისტს, რომელმაც კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის დროს ამერიკელი ვეტერანის დაღუპვის კადრი გადაიღო, 90 ათასი დოლარი დაუყადაღა.

დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ჯონ ერლ სალივანმა ვეტერანი სამხედროს, ეშლი ბაბიტის დაღუპვის კადრი, რამდენიმე სააგენტოს მიჰყიდა.

თანხამ, საერთო ჯამში, 90 000 დოლარი შეადგინა. სასამართლომ დამოუკიდებელ ჟურნალისტს ბრალი რვა მუხლით წაუყენა, მათ შორის არის იარაღის უკანონოდ შენახვა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო სასამართლოს დარბაზთან, პოლიციასთან მომხდარი შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. 6 მაისს, კაპიტოლიუმზე შტურმს 4 მომიტინგე და 1 პოლიციელი ემსხვერპლა.

დღის ამბები