04 მაისი 2024,   22:58
ვრცლად
მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი - "ენკა" ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს დიალოგს სთავაზობს
კომპანია "ენკა" ნამახვანჰსის მშენებლობის მწინააღმდეგებთან დიალოგისთვის მზად არის. კომპანია წერილობით განცხადებაში განმარტავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.
 
"ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.
 
მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას,"-ნათქვამია კომპანია "ენკას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
დღის ამბები