18 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესება და რეფორმირება - საფრანგეთის ელჩი

სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.

დიპლომატი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც ფრაქცია "ლელოს" წევრებს შეხვდა. დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს.

"მოხარული ვარ პარლამენტში ამ შეხვედრით. შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის პარლამეტში შესვლა და ამ ფრაქციის შექმნა. მოხარული ვარ, რომ გრძელდება დიალოგი შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე, რომლის ერთ-ერთი თემაა სასამართლო რეფორმა. მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესება და რეფორმირება.

შეხვედრაზე გამოთქვეს მხარეებმა თავიანთი შეშფოთებები ამ კუთხით. სასამართლო სისტემის რეფორმა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და განმტკიცებას საქართველოში. ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისის დასაწყისიდან რამდენჯერმე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ყველა ძალისა და ენერგიის კონსოლიდაცია და გაერთიანება, იმისთვის რომ საქართველომ შეძლოს გამოწვევებთან გამკლავება. ეს გულისხმობს ძლიერ ოპოზიციას პარლამენტში, ძლიერი ოპოზიცია კი ქვეყნის დემოკრატიას აძლიერებს. თუ ყველა პოლიტიკური ძალა შევა პარლამენტში, ეს მხოლოდ გააძლიერებს საკანონმდებლო ორგანოსა და თავად ქვეყანას,"- განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიეგო კოლასმა საქართველოში.

დღის ამბები