წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ხევში სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ორი ადამიანი ცხენით ხევში გადავარდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ორივე მამაკაცი ოკუპირებული გალის მაცხოვრებელია. რა მიზნით გადმოდიოდნენ ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უცნობია.