31 აგვისტო 2026,   20:50
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში მასობრივი არეულობა გრძელდება

დიდ ბრიტანეთში მასობრივი არეულობა გრძელდება. ნორფოლკის საგრაფოში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, როდესაც 15 წლის გოგონა სკოლაში დანით დაჭრეს, ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლების განთავსების გეგმას აპროტესტებს. დემონსტრანტები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენ.

მედია წერს, რომ საპროტესტო ტალღა პირდაპირ უკავშირდება წარსულში მომხდარ რეზონანსულ თავდასხმებს. მათ შორისაა, 2024 წელს, საუთპორტში, სამი გოგონას მკვლელობა და 2026 წლის ივნისში, ბელფასტში, თავშესაფრის მაძიებლის დაკავებასთან დაკავშირებული არეულობა.

ლონდონში, ბელფასტსა და ნორფოლკში პარალელურად მიმდინარეობს კონტრაქციებიც. მონაწილეები მიგრანტების უფლებების დაცვას ითხოვენ.

დღის ამბები