09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსი 2 პროცენტით დაეცა

საბერძნეთში ბანკების დროებით დახურვა და ქვეყნის კაპიტალის ბრუნვაზე კონტროლის შემოღება მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე უარყოფითად აისახა.

ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსი 2 პროცენტით დაეცა. 3 პროცენტით შემცირდა იაპონიის საფონდო ბაზრის მაჩვენებელიც. კრიზისს განიცდის სავალუტო ბაზარიც. ევროს კურსმა საგრძნობლად დაიწია დოლართან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში.

ვარდნა დაიწყო ნავთობის ფასმაც. ერთი ბარელი ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ 61 დოლარი და 91 ცენტი შეადგინა.

 
დღის ამბები