09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
საბერძნეთში მცხოვრები ქართველები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ

ათენში მცხოვრები ქართველები საბერძნეთში არსებულ უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ. ქვეყანაში ამ დროისთვის შეჩერებულია როგორც ფულადი გზავნილების განხორციელება, ასევე სატვირთო გადაზიდვები. იქ მცხოვრები ქართველები ვერც ხელფასის აღებას და საქართველოში თანხის გადმორიცხვას ახერხებენ.

საბერძნეთში გამოცხადებული საბანკო მორატორიუმი აისახა საქართველოში მყოფ იმ ოჯახებზეც, რომლებიც საბანკო კრედიტებს სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხით იხდიან.

ექსპერტების შეფასებით საბერძნეთში არსებული პრობლემის გამო თავდაპირველად საქართველოში გზავნილებმა შესაძლოა 4-5 მილიონით დაიკლოს, თუმცა მთავარი პრობლემა საბერძნეთის გრძელვადიანი კრიზისია, რომელიც იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობით ემუქრება.

საბერძნეთი საერთაშორისო გადმორიცხვებით საქართველოში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყნის კომერციულ ბანკებში საბერძნეთის მსხვილი ქალაქებიდან ყოველთვიურად საშუალოდ 17 მილიონამდე ამერიკული დოლარი ირიცხება.

ავტორები: ანა წერეთელი, ზვიად იგრიაშვილი.

 
დღის ამბები