09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ფერადი მსვლელობა მეხუთე ავენიუზე-აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აღნიშნავენ

აშშ-ში ადგილობრივი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს ქორწინება მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე კანონიერად შეეძლებათ. ადგილობრივებმა ეს ისტორიულ მოვლენა აღნიშნეს.

მეხუთე ავენიუზე დაწყებულ ფერად მსვლელობას ნიუ-იორკის გუბერნატორიც შეუერთდა.

ლგბტ პირთა მხარდამჭერ აღლუმებს ივნისის თვეში მსოფლიოს ათობით ქვეყანა მასპინძლობს. ყველაზე დიდი მასშტაბურობით წელს დიდი ბრიტანეთი გამოირჩეოდა.

მრავალათასიანი აღლუმი გაიმართა ბერლინშიც. გერმანიის დედაქალაქის ცენტრში შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ამერიკის ანალოგიური ნაბიჯი გადადგას.

ავტორები: ნინო დვალიშვილი, ნათია ბუცხრიკიძე. 

დღის ამბები