09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
საბერძნეთში დეფოლტი გარდაუვალია

საბერძნეთში დეფოლტი გარდაუვალია- ქვეყანა ვერ ახერხებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მილიარდ 600 მილიონიანი ვალის გადახდას, რომელსაც ვადა დღეს ეწურება.

შექმნილ ვითარებაში ქვეყნის პრემიერი იმედს მოახლოებულ რეფერენდუმზე ამყარებს.

სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ალექსის ციპრასმა მიანიშნა, რომ თუ მოსახლეობის უმრავლესობა ანტიკრიზისულ გეგმას აირჩევს, შესაძლოა ის და მისი გუნდი გადადგეს.

ევროზონიდან გასვლის საფრთხის ფონზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საბერძნეთი გააფრთხილა, რომ თუ კრედიტორების მიერ შეთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე უარს იტყვის, მაშინ ათენთან მოლაპარაკებები სერიოზულად გართულდება.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ფრაქციის საგანგებო სხდომა მოიწვია გერმანიის კანცლერმაც. საბერძნეთის კრიზისი იყო სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ბარაკ ობამასა და ფრანსუა ოლანდს შორისაც.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები