19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი განკვეთის მოლოდინშია - მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ​ დასჯილ სასულიერო პირს ვადა ამოეწურა

არ არის გამორიცხული ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია დღეს კიდევ ერთხელ დაიძაბოს - სალხინოს მამათა მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელ გვილავა განკვეთის მოლოდინშია, თუმცა სასულიერო პირი მონასტრის და ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დასჯილ სასულიერო პირს, დანიელ გვილავას ვადა სწორედ დღევანდელ დღემდე მისცა.

დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად სალხინოს მონასტრის ქონებაა. როგორც მეუფე ამტკიცებს, მას მამები ქონების გადაბარების საშუალებას არ აძლევენ, დასჯილი სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ აღწერისთვის მზად არიან.

 

დღის ამბები