გაფიცული მსაჯები და ჩაშლილი სარაგბო დაპირისპირება - საქართველოს ჩემპინატის ნახევარფინალური მატჩი ბათუმში უკვე ჩაიშალა. თამაშზე მსაჯთა ბრიგადა არ მივიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არბიტრები გაფიცულები არიან. კულუარებში ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთ თამაშზე მორაგბეებმა მსაჯებს შეურაცხყოფა მიაყენეს. რის მერეც მათ არბიტრობაზე უარი თქვეს.
აჭარის შემდეგ, შესაძლოა თამაში ქუთაისშიც ჩაიშალოს. ქალაქში შეხვედრა 5 საათზეა დანიშნული.