09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ვიკილიქსი" საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსნების სატელეფონო მოსმენებზე ახალ მასალებს აქვეყნებს

საიტი "ვიკილიქსი" შეერთებული შტატების სპეც სამსახურების მიერ საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსნების სატელეფონო მოსმენებზე ახალ მასალებს აქვეყნებს.

საუბარია საფრანგეთის ორი ფინანსთა მინისტრის სატელეფონო ჩანაწერებზე. ვიკილიქსის მონაცემებით, წლების განმავლობაში ვაშინგტონი ფლობდა ინფორმაციას საფრანგეთის ექსპორტის, ვაჭრობის, ბიუჯეტისა და სხვა ფინანსური დეტალების შესახებ.

შეერთებული შტატების დაზვერვა ბრალდებებს უარყოფს. 

 

 
დღის ამბები