09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
ავიაკატასტროფა ინდონეზიაში-დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი

ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ინდონეზიაში, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა.

ქალაქ მედანში აფრენიდან რამდენიმე წუთში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს და სასტუმროს დაეცა. კატასტროფის შემდეგ შენობებს ხანძარი მოედო.

სამხედრო მეთაურობის ცნობით თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, დანარჩენი დაღუპულები კი სავარაუდოდ ადგილობრივები არიან. კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები