06 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
ბატუტის გახეთქვის შედეგად ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა, ერთს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ - ციმბირში მომხდარზე საქმე აღიძრა

ბარნაულში ბატუტი მაშინ გასკდა, როდესაც მასზე ბავშვები იყვნენ - ორი გოგო ტრამვაის ლიანდაგზე დაეცა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა სავაჭრო ცენტრ "რაიონთან" მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბატუტი ჰაერში არსებული წნევის გამო გასკდა.

ორი არასრულწლოვანი გვერდით მდებარე ღობის მეორე მხარეს გადავარდა და ტრამვაის ლიანდაგზე დაეცა.

ერთ-ერთი მათგანი გონს მალევე მოვიდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. მეორეს კი სერიოზული ტრავმები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

თვითმხილველების განცხადებით, ბატუტზე სულ 4 ბავშვი იყო. ერთმა ბიჭმა გადმოხტომა მოასწრო, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ისინი ბატუტის მფლობელს ეძებენ. საქმეზე ძიება დაიწყო.

დღის ამბები