"ცდილობენ, როგორმე ეს ძალადობრივი მუხტი გაზარდონ და აანონსებენ ფატალურ შედეგებს,"- ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას.
მანვე აღნიშნა, რომ "რადიკალურ ოპოზიციას" "სისხლიანი რევოლუციის" მოწყობა სურს.
"როგორც წინასწარ აცხადებდნენ, რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ამ აქციის კოორდინატორები ცდილობენ, როგორმე ეს ძალადობრივი მუხტი გაზარდონ და აანონსებენ ფატალურ შედეგებს. ეს ამ აქციების დაწყებამდეც გაჟღერდა და ახლაც, ჭიაბერაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მსხვერპლს ელოდებიან. როგორც ჩანს, მათ უნდათ, რომ რაიმე მსხვერპლი მოხდეს ამ მიტინგებზე, რათა უფრო აწიონ ეს რევოლუციური, თავის მიერ ორგანიზებული და ხელშეწყობილი მუხტი, რომ საქართველოში მოახდინონ სისხლიანი რევოლუცია,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები. ახსენა შესაძლო ფატალური შემთხვევა, რაზეც აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს იქნება.