09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
20 ათასამდე ადამიანი პარლამენტთან - საბერძნეთში აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ათენში მთავრობის მხარდამჭერი აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა- 20 ათასამდე ადამიანი, რომელიც პარლამენტის შენობასთან იყო შეკრებილი აცხადებდა, რომ საერთაშორისო კრედიტორთა პირობებს 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე უარს ეტყვის.

საბერძნეთმა მილიარდ 600 მილიონი ევროს ოდენობის ვალი საერთშორისო სავალუტო ფონდს დღის ბოლომდე უნდა გადაუხადოს. დღესვე ეწურება ვადა საბერძნეთის ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას.

ახალი კრედიტის გარეშე ქვეყანას დეფოლტი და ევროზონის დატოვება ემუქრება, თუმცა საბერძნეთის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს კრედიტორთა პირობებს არ დათანხმდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები