09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
ვაშინგტონის შტატში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძარი დასახლებებსაც მოედო

ვაშინგტონის შტატში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძარი დასახლებებსაც მოედო.

ვენატაჩიში 23 საცხოვრებელი სახლი და სამი კომერციული შენობა დაიწვა. მსხვერპლი არ არის, თუმცა სამაშველო ოპერაციის დროს რამდენიმე მეხანძრე მსუბუქად დაშავდა.

მოსახლეობას საშიში ზონების დატოვებისკენ მოუწოდეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ცეცხლი რეგიონში მეხის ჩამოვარდნის შემდეგ შენიშნეს.

ამ დროისთვის 1200 ჰექტარი მიწის ფართობია განადგურებული. მაშველები ხანძრის ახალი კერების ლიკვიდაციას ცდილობენ. 

დღის ამბები