17 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში - თბილისის მერი მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარებას აგრძელებს

რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში და როგორ შესრულდა მერიის პოლიტიკის შვიდი მიმართულება. ქალაქის მერი მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარებას აგრძელებს.

დღეს პრეზენტაცია ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ გაიმართება. კახა კალაძე ყურადღებას იმ ცვლილებებზე გაამახვილებს, რომელიც თბილისის მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში სატრანსპორტო მიმართულებით განახორციელა.

"გვაქვს მორიგი პრეზენტაცია ტრანსპორტის კუთხით. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ჯერ კიდევ ქალაქი და მით უმეტეს იდგა 2017 წელს იმიტომ, რომ გვქონდა სრულიად უსისტემო მმართველობა, სატრანსპორტო პოლიტიკის არ არსებობის პირობებში იმართებოდა ქალაქი, ეხება ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებასაც, მიკროავტობუსების ჩანაცვლებასაც და მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, ახალი რეფორმების განხორციელებას როგორც ტაქსების მიმართულებით, ასევე ზონალურ-საათობრივი პარკირების მიმართულებით. ნაკადების მართვა და მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკა," - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

დღის ამბები