03 მაისი 2024,   08:26
ვრცლად
მივესალმებით პროცესების ისეთ განვითარებას, სადაც პარტიები აქტიურად ჩაერთვებიან პარლამენტის ეფექტურ მუშაობაში - ჰუბერტ ქნირში

დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს უსმენდნენ. საუბარი შეეხებოდა საგარეო პოლიტიკის შესახებ მიმდინარე საკითხებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, ქართულ-გერმანული თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავებას.

"ვისაუბრეთ საქართველო გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე განვიხილეთ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მჭიდრო კავშირების აუცილებლობა. იყო შეკითხვები ისეთ მიმართულებაზე, როგორიცა ეკონომიკა და აკადემიური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის სრული დატვირთვით მუშაობის მნიშვნელობაზე.

ჩვენ მივესალმებით პროცესების ისეთ განვითარებას, სადაც ქართული პოლიტიკური პარტიები აქტიურად იქნებიან პარლამენტის ეფექტურ მუშაობაში,"- ამბობს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

დღის ამბები