"ღამის კურიერის" ეთერში განახლებული P.S.-ის ავტორებმა უახლოეს გეგმებზე ისაუბრეს. ნიკა ლებანიძემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ექსპედიცია ყარაყურუმის მთათა სისტემის ერთ-ერთ მთაზე, სადაც საქართველოს დროშასთან ერთად, მწვერვალზე "რუსთავი 2"-ის დროშაც აღმოჩნდება.
"ახლო მომავალში იგეგემება პაკისტანი. მაყურებელს ვპირდებით ძალიან საინტერესო ექსპედიციას. ყარაყურუმი - არის ასეთი მთათა სისტემა და იქ ვაპირებთ ერთ-ერთ, 8000-იან მთაზე ასვლას და ქართულ დროშასთან ერთად იქნება "რუსთავი 2"-ის დროშაც,"- აღნიშნავს P.S.-ის ერთ-ერთი ავტორი ნიკა ლებანიძე.