09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ინდონეზიაში ავიაკატასტროფის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად. შემთხვევა შრდილოეთ კუნძულ სუმატრაზე მოხდა.

ქალაქ მედანში აფრენიდან რამდენიმე წუთში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს და სასტუმროს დაეცა. კატასტროფის შემდეგ შენობებს ხანძარი მოედო.

სამხედრო მეთაურობის ცნობით თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, დანარჩენი დაღუპულები კი სავარაუდოდ ადგილობრივები არიან. კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 
დღის ამბები