19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ქვეყანაში​ Sinovac-ის მარაგიც იწურება - კიდევ რომელი ვაქცინის მწარმოებლებთან მიდის მოლაპარაკება და როდის შემოვა ახალი დოზები 

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ჯერჯერობით დღეში საშუალოდ მხოლოდ 5000  ადამიანს მოიცავს.

Sinovac უკვე მე-6 ვაქცინა ხდება, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა. ამ წუთისთვის Sinovac-ით აცრაზე მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ათეული ადგილია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ მაღალია.

"კურიერის" მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას ვაქცინაციის აუცილებლობა კარგად ესმის. მცირეა გამოკითხულთა ის ნაწილი, რომლებიც საერთოდ უარს ამბობენ ვაქცინაციაზე.

ივნისის თვე შედარებით ნაკლებად აქტიური იქნება ვაქცინაციის მხრივ, რადგან Sinopharm-ისა და Sinovac-ის მარაგები იწურება. დარჩენილია Astrazeneca-ს მცირე დოზები. დაავადებათა კონტროლი სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინებს ივლისის დასაწყისიდან ელოდება.

როდის ენიჭება ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების აუცილებლობა?

თუ პრეპარატის კლინიკური ეფექტიანობა მკვეთრად აღემატება ნებისმიერ დაავადებასთან დაკავშირებულ რისკს, გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ იქნება მიღებული.

სპეციალისტების ინფორმაციით, ვირუსის მესამე ტალღის პიკი საქართველომ გადალახა. თუმცა იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნილია და სახმელეთო საზღვრები კი გახსნილი, მონიტორინგი აუცილებელია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ შეიცვალოს.

დღის ამბები