09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ჩერნობილის ატომურ სადგურთან ახლოს ხანძარია

ჩერნობილთან ახლოს მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ატომურ სადგურთან ახლოს ბალახს მოედო.

ეს ტერიტორია 1986 წლის ავარიის დროს დაბიძურდა და არსებობს რადიაციის გავრცელების საშიშროება. თუმცა, ამ ეტაპზე ფონი მომატებული არ არის.

ცეცხლი დახურულ ზონაში გამხმარ ბალახს მოედო და 130 ჰექტარზე სწრაფად გავრცელდა.

სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

 
დღის ამბები