19 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
თუ მეუფე სპირიდონმა პანსიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, თავისი არგუმენტები ექნებოდა - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში არსებული დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვაზე - აქვს, თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ უშვებდნენ დაწესებულებაში 2018 წლიდან ომბუდსმენს, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს, რომ მან ამ ინფორმაციის შესახებ, მხოლოდ 2 თვის წინ გაიგო.

თუ მეუფე სპირიდონმა მიიღო ასეთი (ჩაკეტვის) გადაწყვეტილება, თავისი არგუმენტები ექნებოდა. არის ერთი მხარე - რომელიც თქვენ როგორც ბრძანებთ, კონსტიტუციას არღვევს და მეორე მხარეს - არის ომბუდსმენი, რომელსაც არ უშვებენ, ეს დავა ვინ უნდა გადაწყვიტოს? მე და თქვენ უნდა გადავწყვიტოთ? 

ჩვენ, რომ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ეს გასაგებია, მაგრამ, თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა დავა გადაწყდეს სამართლებრივად. რატომ არ შეიძლება სასამართლომ გამოიძიოს ეს საკითხი, რა არგუმენტები გააჩნია, რა არგუმენტები გააჩნია სახალხო დამცველს, რომ რეაგირება დღეს მოახდინა.

მე ეპარქიაში ვცხოვრობდი და პირველად ახლა გავიგე, 2 თვის წინ, რომ ომბუდსმენს არ უშვებდნენ, როდესაც ეს ამბავი ატყდა," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

დღის ამბები