28 აგვისტო 2026,   02:01
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა სტუდენტური შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრმა სტუდენტური შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვა. რატი ბრეგაძემ მომავალ იურისტებს სასწავლო სახელმძღვანელოები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები ევროპის კვირეულის ფარგლებში შედგა. კონკურსში 53 გუნდი იყო ჩართული. გამარჯვებული თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა.

ინდივიდუალურად საუკეთესო გამომსვლელის ტიტული კი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტმა მარიამ ბიბილურმა მოიპოვა.

"მომავალ იურისტებში სამართლის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარა იმიტირებული პროცესი ევროკავშირის სამართალში სტუდენტებისათვის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მონაწილეთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები