01 სექტემბერი 2026,   20:06
ვრცლად
ჩამოერთმევა თუ არა ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზია - ბავშვთა სახლში 3 წლიანი პაუზის შემდეგ ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები შევიდნენ

პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში შევიდა. პანსიონის ტერიტორიაზე მათი შესვლა დილიდან შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ მათ პანსიონში შესვლა მაინც მოახერხეს.

ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლებს რეგულარული მონიტორინგი ევალებათ, თუმცა ისინი პანსიონის შესამოწმებლად  2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან.

მათივე თქმით, ბოლო ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის არასრულფასოვან კვების რაციონთან, ასევე ის, რომ ბავშვებს წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ პანსიონის დატოვების უფლება. დარღვევად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ერთ ოთახში 9 ბენეფიციარზე მეტი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია.

სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელებას მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის გამო პანსიონს ლიცენზია ჩამოერთვას.

დღის ამბები