ამერიკის შეერთებულ შტატებში ავარიის დროს 21 წლის ქართველი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არის და რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.
მოხდება თუ არა დაღუპულის საქართველოში გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.