2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის ინფგორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
მისივე თქმით,14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.
28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
"წელსაც, შარშანდელის მსგავსად ვართ პანდემიის პირობებში, სამწუხაროდ. ასევე წელსაც გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოგვიწევს. ასევე წელსაც იქნება შემთხვევები, როცა გვეყოლება ინფიცირებული აბიტურიენტი და შარშანდელთან შედარებით ველოდებით, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.
ჩვენ მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად, ჩვენ გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც მაღალი ტემპერატურის მქონე აბიტურიენტები დაფიქსირდებიან," - განაცხადა შეფასებისა და გამოცდები ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ.