17 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
datacov.moh.gov.ge - კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ჯანდაცვის დამინისტროს ბაზაზე ახალი პორტალი datacov.moh.gov.ge  შეიქმნა.

პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, ჩატარებული ტესტირებებისა და მძიმე პაციენტების რაოდენობის შესახებ, გარდა ამისა, პორტალზე შესაძლებელია პაციენტების სტატუსის ნახვა მკურნალობის ფორმის მიხედვით.

"ვფიქრობთ, ეს პორტალი მნიშვნელოვნად გააადვილებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების ასევე სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების მიერ ეპიდემიის მიმდინარეობის შეფასების ტენდენციებს და ასევე დაგვეხმარება რისკების შეფასებაში მიმდინარე რეჟიმში,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

დღის ამბები