19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ქუთაისში დაჭრილი 31 წლის სამხედრო ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ქუთაისში დაჭრილი 31 წლის სამხედრო ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა, იმისათვის, რომ სიარული შეძლოს, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება.

დიმიტრი ბუცხრიკიძე მესამე ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილის ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

დღის ამბები