უკვე მეორე დღეა მაშველები კვარიათში, ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალქვეშ, ოპერაციაში ჩართულია დრონებიც.
შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. გავრცელებული ვერსიით, შტორმის გამო მამაკაცმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.