დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზუგდიდშია. ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადგილობრივ კლინიკებში ეცნობა. ის ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა, სადაც ტესტირებისთვის განკუთვნილი ობიექტები დაათვალიერა. მოგვიანებით ამირან გამყრელიძე არასამთავრობოებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება.
"საკმაოდ კარგი სტანდარტებით არის თითოეული ეს დაწესებულება აღჭურვილი და შესაძლებლობებიც მათი გაფართოებისა დიდია, განსაკუთრებით რუხის კლინიკა. ვიყავით ენგურის ხიდზე დავათვალიერეთ და გავეცანით იქ მდგომარეობას. ყველა გადმოსულ ადამიანს უტარდება სწრაფი ანტიგენით ტესტირება და შეთავაზება უკეთდებათ აცრისა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.