სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების გაყვანა ჯერჯერობით არ დაწყებულა, საპატრიარქოს კომისიის ხელმძღვანელმა კი დააანონსა, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.
საქალაქო სასამართლო ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს პირდაპირ ავალებს, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, უზრუნველყოს პანსიონში ჩარიცხული შშმ ბავშვების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. ახლა მთავარი მოლოდინი უკავშირდება აღსრულებას.
არასამთავრობოებს აქვთ კითხვა, სახელმწიფო ყველა ბავშვს გაიყვანს საფრთხისშემცველი გარემოდან, თუ მხოლოდ ზოგიერთს და ზოგს დატოვებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია.
განჩინება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო. სასამართლოს ბრძანების აღსრულება ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურს დაევალა. ახლა შემხვედრი ნაბიჯები ზრუნვის სააგენტომ უნდა გადადაგას. როდის დატოვებენ პანსიონს მოზარდები - გადაწყვეტილება უწყებაში ჯერ არ მიუღიათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მხოლოდ შშმ პირთა სპეციალური მოსარჩელეა. შუამდგომლობის ავტორები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება ბენეფიციარზე თანაბრად უნდა აღსრულდეს.
როდის დაიწყება ბავშვების პანსიონიდან გამოყვანა უცნობია, უცნობია ისიც, შეაფერხებს, თუ არა პროცესს სასულიერო პირების მიერ მოსამართლის გადაწყვეტილების შესაძლო გასაჩივრება.