06 მაისი 2024,   00:34
ვრცლად
კოლუმბიაში პოლიციამ ანტისამთავრობო აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მორიგი საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსახლეობა თვეზე მეტია ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას და სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.

ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

თავდაპირველად დემონსტრაციები საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია, ხოლო ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ამჟამად, მომიტინგეები მთავრობისგან სიღარიბის, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში უთანასწორობის დაძლევას ითხოვენ.

დღის ამბები