ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების ნაწილი პოლიციაში ღამით იმყოფებოდა. მათი გამოკითხვა დაახლოებით ღამის 12 საათამდე გაგრძელდა.
პროცესს სოციალური მუშაკებიც ესწრებოდნენ. გამოძიების კითხვებს დაახლოებით 15-მდე ბენეფიციარმა უპასუხა.
ბოლო რამდენიმე წელში პანსიონში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 საქმეა აღძრული. 3 ძალადობის, ერთი კი სექსუალური ძალადობის მუხლით.