05 მაისი 2024,   22:13
ვრცლად
ვეშაპის მუცელში მილიონობით დოლარის ღირებულების ნივთიერება აღმოაჩინეს - ისტორია, რომელმაც მეთევზეების ცხოვრება შეცვალა

ისტორია, რომელმაც მეთევზეთა ჯგუფის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, დედამიწის ერთ-ერთ ღარიბ რეგიონში განვითარდა.

35 მეთევზე სამხრეთ იემენის რეგიონში კაშალოტის (კბილიანი ვეშაპის ქვეჯგუფის) კვალს წააწყდა. ამ გიგანტური არსების ნარჩენებს გაჰყვნენ და საბოლოოდ მიაკვლიეს მკვდარ ვეშაპს, რომელიც ოკეანის ზედაპირზე ტივტივებდა. ძუძუმწოვრის მუცელში იპოვეს დიდი რაოდენობით ამბერგრისი, ერთ-ერთი განსხვავებული მინერალი, რომელსაც მხოლოდ ვეშაპის მუცელში ვხვდებით. ამბერგრისს ათასწლოვანი გამოყენების ისტორია აქვს, მას იყენებდნენ მედიცინაში, ასევე გამოდგებოდა შუქურების გასანათებლად. ამ პერიოდში კი მას ძირითადად აქტიურად იყენებენ ძვირადღირებულ პარფიუმში.

იემენის მოსახლეობის 80 პროცენტი შიმშილს და გაჭირვებას ებრძვის. ქვეყანა კრიტიკულ სიტუაციაში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ აღმოჩნდა. ამ მონაპოვარმა კი მეთევზეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

"ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ოდესმე ასეთი რამ გადაგვხვდებოდა. დილით მეგობარმა მითხრა, რომ ნაპირთან ახლოს ვეშაპი იყო გამორიყული, ჯგუფი მალევე შევიკარით და დავიძარით, მძაფრი და არასასიამოვნო სუნი ვიგრძენით, მაგ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ეს ფულის სუნი იყო," - ამბობს ერთ-ერთი მეთევზე.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები