03 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი. 1988 წელს დაბადებულ მოქალაქეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო მეორეს დანაშაულის დაფარვა.

გამოძიების ინფორმაციით, 4 ივნისს ქუთაისში დაკავებული თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით დაედევნა ნაცნობს და ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. მოტივი წარსულში არსებული კონფლიქტი გახდა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
 
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, დ.გ. - თბილისში, ხოლო მ.ც. ოზურგეთში დააკავეს.
 
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
 
დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 
დღის ამბები