05 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
შრი-ლანკაში წყალდიდობასა და მეწყერს 14 ადამიანი ემსხვერპლა

შრი-ლანკაში უამინდობა გრძელდება, წყალდიდობასა და მეწყერს 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია 2 ადამიანი. 5000-ზე მეტი მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

წყალდიდობამ და მეწყერმა ქვეყნის ათი რეგიონი მოიცვა, მათ შორის, დედაქალაქი კოლომბო.

შრი-ლანკაში უკვე მეოთხე დღეა წვიმს, დატბორილი მაგისტრალების გამო შეწყდა სატრანსპორტო მიმოსვლა.

დღის ამბები