06 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქვეყნის პირველი პირები

რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქვეყნის პირველი პირები.

"ჩვენ კიდევ ერთმა დიდმა ხელოვანმა დაგვტოვა. რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ- მინისტრი.

"გავღარიბდით, დავობლდით! მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი!" - ეს უკვე პრეზინდეტის სიტყვებია.

"ვიზიარებ სრულიად საქართველოს მწუხარებას" - საზოგადოებასა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც.

დღის ამბები