06 მაისი 2024,   10:40
ვრცლად
უცხოური ფილმების ყურებისთვის ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინი უცხოური გავლენის შესაჩერებლად მორიგ აკრძალვებს აწესებს. BBC-ის ინფორმაციით, ახალი კანონის თანახმად, მათ, ვისაც უცხოური ფილმების ყურებაში, აკრძალული ტანსაცმლის ჩაცმასა ან ჟარგონების გამოყენებაში გამოიჭერენ, მკაცრად დასჯიან. კერძოდ, მათ ვისაც დიდი რაოდენობით ამერიკულ, იაპონურ ან სამხრეთ კორეულ აუდიო-ვიდეო მასალას აღმოუჩენენ სიკვდილით დასჯა დაემუქრებათ, ხოლო ვისაც ასეთი მასალების ნახვის დროს გამოიჭერენ 15 წლით დააპატიმრებენ.

ცნობილია, რომ სამი მოზარდი სპეციალურ ბანაკში უკვე გააგზავნეს სამხრეთ კორეელი მომღერლების მსგავსად თმის შეჭრისა და კოჭს ზემოთ აკეცილი შარვლის ჩაცმის გამო.

ახალი კანონის თანახმად, დარღვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობა, შესაძლოა, პირის დამსაქმებელს და ბავშვების მშობლებსაც დაეკისროთ.

დღის ამბები