06 მაისი 2024,   06:47
ვრცლად
საინფორმაციო გამოშვების მოსმენის შემდეგ შეშინებული უკრაინელი პენსიონერი 20 მეტრიან ჭაში დასამალად ჩახტა

უკრაინაში, ჩერკასის ოლქის ერთ-ერთ სოფელში საინფორმაციო გამოშვების მოსმენის შემდეგ შეშინებული პენსიონერი ქალი 20 მეტრის სიღრმის გაუქმებულ ჭაში დაიმალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ქალს ახალი ამბების მოსმენისას მოეჩვენა, რომ ინფრორმაციაში მისი სოფლის დაპყრობის შესახებ იყო საუბარი და დამალვა გადაწყვიტა. თავშესაფარში მან აუცილებელი ნივთებით სავსე ჩანთა, ბალიში და ერთი შეკვრა ორცხობილა წაიღო.

პენესიონერმა ჭაში 24 საათზე მეტი გაატარა, იქიდან თავის დაღწევა კი დამოუკიდებლად ვეღარ შეძლო. ქალი ჭიდან მეზობლებმა და მაშველებმა ამოიყვანეს. როგორც აღმოჩნდა ქალმა ჭაში ჩახტომისას დაზიანებები მიიღო, მოტეხილობების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დღის ამბები