ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ესპანეთის სამეფოს ტეროტორიაზე შემოსვლა შეეძლებათ შეზღუდვების გარეშე თუ წარმოადგენენ კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს
"მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამომგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს (ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ(სინოფარმი, სინოვაკი),"- ნათქვამია განცხადებაში.