06 მაისი 2024,   07:13
ვრცლად
"ყურანიც მაქვს, სოროკინის ბოლო წიგნიც და ბიბლიაც..." - ალექსეი ნავალნი ციხის საავადმყოფოდან ისევ კოლონიაში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხის საავადმყოფოდან ისევ კოლონიაში გადაიყვანეს. საავადმყოფოშიო ის შიმშილობის გამო აღმოჩნდა, რომელიც მასთან სამოქალაქო ექიმის დაშვებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით დაიწყო.  კოლონიაში დაბრუნების შესახებ ცნობილი გახდა სასამართლო პროცესის დროს, რომელიც ციხის ადმინისტრაციის მიმართ ალექსეი ნავალნის სარჩელთან დაკავშირებით გაიმართა. ალექსეი ნავალნი ციხის ადმინისტრაციას გაზეთებისა და წიგნების შეზღუდვის გამო უჩიოდა. სასამართლო პროცესზე ნავალნიმ სარჩელი უკან გაიწვია და განაცხადა, რომ გაზეთების ცენზურასთან დაკავშირებით ინციდენტი ამოწურულია, ასევე მას უკვე აქვს წიგნები, მათ შორის ყურანი და ბიბლია.

"წიგნების მოპოვების საკითხი მნიშვნელოვანი იყო, ამას რამდენიმე თვე დასჭირდა. ახლა მე მაქვს ყურანი, ვლადიმირ სოროკინის ბოლო წიგნიც და მაქვს ბიბლიაც და სისტემაც დალაგდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წიგნებს გვაძლევენ და პრაქტიკა მოვაწესრიგეთ. მეც მინდა რომ შევეჩვიო. კითხვა ძალაა, ცოდნა ძალაა, წიგნები მნიშვნელოვანია," - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს თვეში რუსეთში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში სამკურნალოდ რუსეთიდან გერმანიაში იქნა გადაყვანილი, ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ კი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს კი სასამართლომ რუს ოპოზიციონერს "ივ როშეს საქმეზე" პირობითი სასჯელი წესების დარღვევის გამო, რეალური პატიმრობით შეუცვალა - 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნავალნი სასჯელს 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის. 

დღის ამბები