06 მაისი 2024,   04:26
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობა უწოდა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობა უწოდა. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ მოსახლეობა თავს მოტყუებულად გრძნობს და ისინი არ უნდა გაჩუმდნენ.

ისრაელში კოალიციის ფორმირებაზე გასულ კვირას შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობის როტაციული წესით მონაცვლეობას ითვალისწინებს. პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში ნეთანიაჰუს 12 წლიანი მმართველობის პერიოდი დასრულდება.

მედიის ინფორმაციით კი, პარალელურად ისრაელის პრემიერს კორუფციის, მოსყიდვისა და თაღლითობის ბრალდებით სასამართლო პროცესზე ბრძოლა მოუწევს.

დღის ამბები