06 მაისი 2024,   08:43
ვრცლად
1 წლის ბავშვის ცხედარი დაღუპვიდან რამდენიმე თვეში იპოვეს - ირანელი მიგრანტების ტრაგედია

ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ სანაპიროზე 1 წლის ბავშვის ცხედარი იპოვა, რომელიც ინგლისის ერთ-ერთ არხში დაიხრჩო.

ბავშვი სახელად არტინი, გემით მგზავრობისას დაიღუპა. მასთან ერთად ოჯახის კიდევ 5 წევრი იმყოფებოდა. ნავი ლა-მანშის არხში 27 ოქტომბერს ჩაიძირა. ქურთულ-ირანული ოჯახი საფრანგეთის გავლით ბრიტანეთამდე ჩასვლას ცდილობდა.

ევროპამდე მისაღწევად არალეგალური გზით მისვლა ოჯახის ვერცერთმა წევრმა ვერ შეძლო და შემთხვევას ოჯახის 6 წევრი ესმხვერპლა.

რაც შეეხება გზას, როგორ დაადგინეს გარდაცვლილი პატარას ვინაობა და როგორ დაუკავშირეს ის, რამდენიმე თვის წინანდელ ტრაგედიას:

პირველ რიგში, ბავშვის მშობლებთან დაკავშირება დნმ-ის ტესტის გაკეთების შემდეგ შეძლეს.

"ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია ნორვეგიაში ბავშვის დაკარგვის შესახებ. გვამს არც რომელიმე ნორვეგიული ოჯახი გამოხმაურებია," - განაცხადა  ნორვეგიის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კამილა ვაგემ BBC-სთან ინტერვიუში.

ტანსაცმელი, რომელიც გარდაცვლილს ეცვა,  ნორვეგიული ბრენდის არ იყო, რამაც პოლიციას ბავშვის უცხოურ წარმომავლობაზე გაუჩინა ეჭვები.

გარდაცვლილის დეიდამ პოლიციასთან განცხადება გააკეთა: " მე ერთდროულად ბედნიერი და გულნატკენი ვარ. ბედნიერი იმიტომ, რომ მაინც მოახერხეს ბავშვის გვამის პოვნა, ხოლო გულნატკენი იმიტომ, რომ არტინმა ასე ადრეულად დაგვტოვა."

ათასობით ირანელი არალეგალური გზით ყოველწლიურად ცდილობს, ევროპის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდისტებთან ერთად გადავიდეს, რაც ხშირ შემთხვევებში ფატალურად და მსგავსი ტრაგიკული ისტორიებით სრულდება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები